.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » მეცხრე ცაზე... კარს გიღებენ
23:00
მეცხრე ცაზე... კარს გიღებენ


მეცხრე ცაზე...
კარს გიღებენ,
ხედავ?-კრძალვით...
ბილიკებად თმებს გიშლი და
გიშვებ გზაზე...
შავ-თეთრ ფერში
კლავიშები დაგილაგე
კიბეებად-
ჩემი სულის ორი ხაზი.
წადი, წადი...
ძილს ეწევა ვერცხლის ძაფი,
ცის გახსნა და
სიზმრის ბარდნა
ერთ-ერთს დარჩეს-
შენი იყოს
თეთრი ფერი...
მე კი-
ისევ მწვანეს ვარჩევ...
წვეთავს,
მწვეთავს - გადამდნარი
ზამთრის ღამე,
გიგროვებ და
გატან-
გზაში მოგწყურდები-
მე ხომ ვიცი...
მეცხრე ცაზე...
წადი, წადი...
ფერად სიზმრებს
ვიხდი ტანზე-
შავ-თეთრებში
უხმოდ გიცვლი....
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 863 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]