.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » მერწმუნე არავინ, რომ ყველაფერია
14:12
მერწმუნე არავინ, რომ ყველაფერია


მერწმუნე არავინ, რომ ყველაფერია,

სიცივეც – სითბოა და თითქოს თვითმკვლელი,

(გუშინწინ ღამეა), სოლს, ლა შეერია

და ასეთ ნუგეშში იკითხავს მკითხველი...

რომელი, რომ ელი, სად არის აქამდე?!

იქნებ და ტაძარში ეყრდნობა საძირკველს,

შენ, ალბათ უაზროდ ლოცვებში გაქანდი 

და სახარებაში სერობის თვითმხილველს,

შეგცივდა, არ გინდა ზემეტი გალობა,

ღმერთია შიშველი, როგორმე შემოსე,

ქალია, თუმცაღა სად არის ქალობა,

გვიშველის უთუოდ, მე ლექსი, შენ – მოსეს

მცნებები, მერწმუნე, რომ ყველაფერია,

სიმთვრალე – სითბოა და თითქოს თვითმკვლელი,

ვარსკვლავი, ღამეა, სოლს, ლა შეერია 

და ასეთ ნუგეშში, ლოცვა და მკითხველი...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 879 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]