.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 16 » მე შენში მიყვარს ღმერთი !
18:40
მე შენში მიყვარს ღმერთი !
მე შენში მიყვარს ღმერთი ! 
შენ , რა იპოვე ჩემში ?! 
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი. 
მე - გაფანტული ხრეში. 

მე შენში მიყვარს ღმერთი ! 
შენში ის თავს გრძნობს კარგად. 
ჩემში კი სველი დენთი 
- აღარ ღირს დროის კარგვად. 


მე შენში მიყვარს ღმერთი ! 
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . . 
და თუ ასეა - წვეთი , 
ნამუსი მაინც მმართებს . . .
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 767 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]