.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » მე დავიბადე აპრილის თვეში
19:54
მე დავიბადე აპრილის თვეში


მე დავიბადე აპრილის თვეში, 
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, 
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში 
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან. 

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, 
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, 
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება 
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად. 

იტყვიან ასე: იყო საწყალი, 
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი. 
ლექსები იყო მისი საგზალი, 
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი. 

და აწვალებდა მას სიკვდილამდე 
ქართული ცა და ქართული მიწა, 
ბედნიერებას მას უმალავდნენ, 
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 927 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]