.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ - მიყვარხარ
12:20
მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ - მიყვარხარ

მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ - მიყვარხარ,
პასუხად შენს მაცდურ ღიმილსაც ავიტან,
ბაგე კი მოვთოკე,
გული კი ვერაფრით, 
გეძახის:
სადა ხარ? 
ცხოვრება გავიდა . . .

მე ჩემი რითმების ალერსით დაგათრობ,
ჩვენს გრძნობას, სიყვარულს ცის კართან ავიტან,
გონებას მოვუვლი,
ამ გულს კი ვერაფრით, 
იძგერებს:
უშენოდ სიცოცხლე 
არ მინდა . . .
ერთ დღესაც სიბერე რომ მომეპარება,
რომ მომაშორებენ ამ სოფელს თავიდან,
მე გამაჩუმებენ,
ამ გულს კი ვერაფერით,
ილოცებს:
უშენოდ . . .?
ზეცაც კი არ მინდა . .
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 766 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]