.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » მარტის ხიტი ჩემგან.
14:54
მარტის ხიტი ჩემგან.


ო,ეს გიჟი და გადარეული,
ზამთრის უფლება ჩამორთმეული.
ლაღი, ამაყი და კადნიერი,
შიგ და შიგ მწველი, სხივ სახიერი.

ისევ მოასკდა მძინარე სოფელს,
მასპინძელოო,შემოუძახა
და ისე პასუხს არც დაელოდა
თავზე დაეცა და გაგვილახა.

თავის ჭკუაზე დაატრიალა,
მართალი ჭორით გადაამლაშა.
ისე დაბერა რო მიმოფანტა,
მთელმა წარსულმა რაც გადახარშა.

ეგებ ამიტომ, ვეღარ მივაგნე,
შენი თვალების მზეს და აივანს,
და დაკარგული უცნობებს შორის ,
მარტო მივყვები მარტის ხეივანს.

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 847 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]