.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » მარტის ქარებიც აამღერებენ
14:57
მარტის ქარებიც აამღერებენ


მარტის ქარებიც აამღერებენ
ამაოების ცრუ იავნანას
და მე ისევე მარტო შთენილი,
მსხვერპლის ხელჯოხით გავიგნებ გზა-კვალს.
შენ სად იქნები, ვისთან ან რისთვის,
უკვე, არ არის ეს გამოცანა...
მარადიულზე გაცვლილი წამი
და მარტოობის მარტო ატანა.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 863 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]