.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » მაისის ღამე
13:54
მაისის ღამე


მაისის ღამე.

ამ უსაშველო შემოღამებით
მე უიმედოდ გადამავიწყდი,
ვიხსენებ მაგრამ ვერ გავიხსენე
თმები მაისის ქარით ნარწევი.

შენი ღიმილი ,შენი ტუჩები, 
და საოცნებო შენი თვალები,
რა მეშველება,საით მივდივარ,
სადაა ქვეყნად ჩემი საშველი.

არის კი ვინმე ვინც განმიცხადებს,
როდის ვიქნები შენით ნაშველი?
ასეთი ხვედრი მარგუნა ბედმა
და არც კი ვიცი,ახალს რას ველი.

ჩავლილ ცხოვრების ნათელ წერტილებს
შევკრებ და ღამით ჩაგეხუტები,
არ ვიცი სად ხარ,რატომ და რისთვის,
მაგრამ მე შენ ვერ გაგებუტები. 

ოხ, მხოლოდ გული არა ნებდება
და ვიცი ბოლოს მაინც იქუხებს,
მაშინ,როდესაც, შენ გამოჩნდები,
გიცნობს და მეტად აღარ იყუჩებს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 812 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]