.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ლიანდაგებზე ჭრიალი ბორბლის
12:29
ლიანდაგებზე ჭრიალი ბორბლის

ლიანდაგებზე ჭრიალი ბორბლის,
 ხალხით სავსეა თეთრი ვაგონი,
 მატარებელი შორიდან მოდის,
 ჩვენ კი ხუთნი ვართ ამის გამგონი.
 ირგვლივ კლდეები, მომთმენი ჟამის,
 მწვანე ველები სისხლით ნაშოვნი,
 მატარებელი შორიდან მოდის,
 ნელ-ნელა ვრჩებით ოთხი გამგონი.
 მდინარეები, წყურვილი სულის,
 პირუტყვს არ ტოვებს გარეთ პატრონი,
 მატარებელი შორიდან მოდის,
 სამნი ვართ უკვე ამის გამგონი.
 სიბნელე, ღამე, კივილი სოფლის,
 და ვარსკვლავების ფართო კარდონი,
 მატარებელი შორიდან მოდის,
 გვერდი გვერდს ვსხედ დავრჩი ეულად ამის გამგონი
ვართ ორი გამგონი.
 ლიანდაგები, ჭრიალი ბორბლის,
 ხალხით სავსეა თეთრი ვაგონი,
 მატარებელი შორიდან მოდის,
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1024 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]