.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » ლაზარეთი
20:12
ლაზარეთი

ნესტით გაჟღენთილ კედლების იქით,

მღვრიე ფანჯრებში სჩანან ლანდები,

დაბორიალობს ვიღაცა შიგნით

და სილუეტად შუქზე ლაგდება.

დაბლა იყრება დაფშვნილი კირი,

ყოველთვის,როცა ვინმე ახველებს,

მიჩვეულია ეს სახლი ტირილს

და მითუმეტეს,ჩამოღვრილ ცრემლებს.

მიმქრალ თვალებით რაღაცას სთხოვენ

ზეცას,თუმც მზერას ვერ სწევენ ზევით,

ძლივს უკავია სიცოცხლე ყოველს,

მომწვანო,ჭუჭყისფერი ხელებით.

უწილადებენ ვაშლებს მეზობლებს

და იხსენებენ გარდასულს,ალბათ,

ფრთხილად ჯდებიან სკამზე,ეზოში,

თითქოს ფოთოლი ეცემა დაბლა.

და ყელში ბურთად რაღაც ადგებათ,

ნოსტალგიური,უსიტყვო ფიქრით

… ………………….

მღვრიე ფანჯრებში სჩანან ლანდები,

ნესტით გაჟღენთილ კედლების იქით

კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 879 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]