.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ
21:13
ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ


ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ

არ მოგატყუოს ლამაზო ქალო,

იგი ვინც უფრო თავს გევლებოდეს,

იგი არასდროს არ შეიყვარო.

შეხედულება შენ ნუ მოგხიბლავს

გხიბლავდეს სატრფოს გული კეთილი

ის კი არ კმარა ილაპარაკო

მე მყავს კეთილი შეყვარებული.

ლამაზ ტანსაცმელს, მდიდრულ ცხოვრებას,

შენში არასდროს ჰქონდეს დიდება,

სული ეძიე ადამიანში

ხორცი ბაზარშიც კი იყიდება.

ნუ გაგიტაცებსშენ სილამაზე

და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი,

მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა:

"ყველა კაცია - ადამიანი?"
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 923 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]