.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » ქალი კი არა, შენ ფიქრი ხარ
13:19
ქალი კი არა, შენ ფიქრი ხარ


ქალი კი არა, შენ ფიქრი ხარ 
ქალად ქცეული, 
ხარ მოგონება ოკეანედ 
გადაქცეული, 
ქალი კი არა, ამ ცხოვრების 
შენ ხარ ხატი, 
ქალი? კი არა სტიქია ხარ 
ამოხეთქილი, 
ოხ, ეს ტუჩები ჩემი ვნებით 
გადაფეთქილი 
ქალი კი არა, ცდუნება ხარ 
შიშვლად ნაფერი, 
და შენი ტანი, ეს სხეული 
ჩემგან ნაფერი, 
ქალი კი არა, მუსიკა ხარ 
ამღერებული, 
ყელი ბროლივით, ოსტატურად 
მოღერებული, 
ქალი კი არა, ქალღმერთი ხარ 
ჩემთვის შექმნილხარ, 
და მაინც ბოლოს მინდა 
გითხრა, რომ შენ 
ქალი ხარ ....
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 954 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]