.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » ქალი - კი არა,ფერია ხარ ქალად ნაქარგი
21:11
ქალი - კი არა,ფერია ხარ ქალად ნაქარგი


ქალი - კი არა,ფერია ხარ ქალად ნაქარგი,
ხარ სილამაზე,
სალვადორე-ს
ფუნჯით ნახატი,

ქალი - კი არა,ცდუნება ხარ ამქვეყნიური,
ხარ ოკიანე,
ტალღის ფსკერზე ამოხეთქილი-
ოხ ეს თვალები
შენი ტრფობით გადაფეთქილი.

ქალი - კი არა,გუმბათიხარ ღვთისგან ნაგები,
ხარ სალოცავი,
წმინდა ხატთან
ჩოქვით ნაფერი.

ქალი - კი არა,ნოტები ხარ აჟღერებული,
მთვარის სონატა,
ბეთჰოვენის
მუზად ნაქები.

ქალი - კი არა,პიესახარ ჩემთვის ნაწერი,
ხარ ბაირონის
სტრიქონებში
კალმით ნაფერი.

ქალი - კი არა,პლანეტახარ მზეთი გამთბარი,
ხარ სიმფონია,
მარცვალ მარცვალ
ლექსში ჩამდნარი.

ქალი - კი არა,ფერია ხარ ქალად ნაქარგი...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 908 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]