.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 24 » კავკასია მიხეილ ლერმონტოვი
13:14
კავკასია მიხეილ ლერმონტოვი

გამყარა შენგან ბედისწერამ თუმცაღა ჩქარა,
ო, კავკასიავ, კვლავაც თან მსდევს ხატება შენი;
ვითარცა ჰანგი მშობლიური, ის მავსებს შვებით…
გულში რომ დარჩე _ შენი ხილვა ერთხელაც კმარა!
ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

მე სიყრმითგანვე უდედობა დამეცა ზარად…
და როცა ბინდში ვარდისფერი გმოსავდა ნისლი, _
მე შენს სივრცეში მელანდვოდა ჩურჩული მისი;
მიტომ მიყვარდა გარინდება შენს მთებთან წყნარად!..
ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

მე ბედნიერი ვიყავ მაშინ, _ შენს მთად და ბარად!..
ნაღველით მდაგვენ გარდასრულნი ის ტკბილნი წელნი;
იქ შემეფეთნენ ღვთაებრივნი თვალები მწველნი…
მათ ვიგონებ და _ აღმომხდება ლოცვისა დარად:
ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!
კატეგორია: ♥პოემები | ნანახია: 1151 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]