.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 19 » ჯარისკაცის წერილი\ჩემი დაწერილი ლექსი
15:02
ჯარისკაცის წერილი\ჩემი დაწერილი ლექსი
გულში შენს სახელს პირველივე ტყვია ამოშლის
შენი სურათი მეჭირება დაჭრილს ხელებში 
მე საბოლოოდ დავხედავ შენს ლამაზ სახეს
ბედნიერია ვინც ამ გრძნობას ერთხელ გამოცდის.
მდუმარებით დავხუჭავ ცრემლიან თვალებს
რავქნა ცხოვრებამ მე ასეთი ბედი მარგუნა
არ დამაცადა ბედნიერება და შენთან ყოფნა,
მაგრამ რას ვიზავ ასეთია ეს ბედისწერა
მადლობელი ვარ ცხოვრებამ შენი თავი მე რომ მაჩუქა 
სულ ერთი წამით ხომ ვიყავი მეც ბედნიერი
ბოლო წუთები გავატარე მე შენზე ფიქრში 
ჩემი სიკვდილი საამაყოა ყველასთვის ვიცი
თავი შევწირე ბედნიერებას ქართველი ერის
ომში ხომ მარტო ვაჟკაცები იღუპებიან
და მათ სახელებს შემოინახავს მხოლოდ წარსული
სულ ცოტა ხანში აღარავის გაახსენდება
ჩვენი გმირობა და მწარე ომი უკვე გასული
მინდა რომ მწამდეს შენ ყოველთვის გემახსოვრები
როგორც მე მახსოვს შენი თავი ცივ სამარეში
მაგრამ რაღავქნა დრო რომ შეცვლის შენში ყველაფერს
და ერთ დღეს როგორც წარსულ ნაწილს შენც გამიხსენებ 
ჩემს სახელსაც აღარ ახსენებ ისევ გოდებით 
და არც საფლავზე შენს ყვავილებს აღარ მოველი 

მკაცრად ნუ გამნსჯით :)) 
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1060 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]