.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » იცი როგორ ვერ გიტან…?
17:08
იცი როგორ ვერ გიტან…?


იცი როგორ ვერ გიტან…?ვერ გიტან იმის გამო,რომ იცი რო უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია,რომ ვერ ვისწავლე ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის,იცი და მაინც ფიქრობ,რომ არ მჭირდები…

როგორ ვერ გიტან,რადგან იცი ,რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ და მაინც მარტო დამტოვებ…მე უშენოდ გაცილებით უფრო მეტად მიჭირს ვიდრე შენ უჩემოდ…
რატო?იქნებ არ გიყვარვარ ისე, როგორც მე მიყვარხარ?ძალიან ,ძალიან….
ან იქნებ შენ ხარ ძალიან ძლიერი ასეთი გრძნობისთვის...?

შენთან არასდროს ვყოფილვარ უსაზღვროდ ბედნიერი…მაგრამ უშენოდ აღარაფერი მინდა…
სუნთქვა მიმძიმს … ღიმილის ძალა აღარ მაქვს…უშენოდ ჩემთვის აღარაფერს აქვს მნიშვნელობა…

მაგრამ ვეღარავინ ვეღარასოდეს დაინახავს ცრემლს ჩემს თვალზე…ვერავინ ვერასოდეს გაიგებს რის ფასად მიჯდება ეს ღიმილი და რა მესიზმრება მაშინ ,როცა სველი წამწამებით ვიღვიძებ…

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 986 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]