.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » ირაკლი ჩარკვიანი პოეტს (გ.ტაბიძის ხსოვნას)
13:24
ირაკლი ჩარკვიანი პოეტს (გ.ტაბიძის ხსოვნას)

უძილო ფურცელს მან მისი აზრი,
დაღად დაასვა ვით თავის მონას,
დაღათ დაასვა გრძნობები ნაზი,
რომელიც შექმნა და მოიგონა.
და იმ ოცნებით შექმნილ მხარეში,
სადაც სულები არსებობს მხოლოდ,
სადაც ღმერთების უკვდავ თარეშს
და ხელოვნებას არა აქვს ბოლო,
იქით წაიღეს იგი ქარებმა,
მხოლოთ მათ ენდო იგი ვნებული,
მხოლოთ იმ ქვეყნად დაიფარება
ოცნება მისი, დამონებული.
მუხლმოდრეკილი,
გარშემორტყმული ჩვენი ცოდვებით,
ჩვენგან წასული,ის ჩვენზე ფიქრობს
და ვეცოდებით.
ალბათ კვლავ მარტო,
ალბათ კვლავ ნატრობს,
ალბათ კვლავ ქმნის….
დღეს ხომ დილიდან ქარიშხალია,
ქარი ქრის, ქარი ქრის,ქარი ქრის.

3 მაისი 1978  წელი

კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 797 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]