.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » ირაკლი ჩარკვიანი ( მოლოდინი)
13:25
ირაკლი ჩარკვიანი ( მოლოდინი)
ნაცრისფერ ქუჩას,
მტვრიან მანქანებს,ბოლო არ უჩანს,
მზე არ ანათებს.
ბრაზიან მძგოლებს,
გრძნობათა ბრძოლებს,
დახატულ მთვარეს,
უაზრო თვალებს
დაღლილ ბაგეებს
მე გავუღიმე.
ნისლისფერ იასთან,
ცისფერ მდელოზე
ეკლესიასთან,
გუშინ გელოდე.
შენ არ მოხვედი,
მე არ მწყენია,
ყველა თავისთვის,
ალბათ ბრძენია.
ნუთუ ავისთვის
ვხარჯო გენია,
და შენ არმოსვლას
მე გავუღიმე.
კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 748 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]