.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შორიდან რომ მაწვალებს
21:40
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შორიდან რომ მაწვალებს

იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შორიდან რომ მაწვალებს,
ერთხელაც რომ დავიჭერ და, დავუკოცნი შავ თვალებს.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს სულს რომ ეთამაშება,
ტუჩ-ბაგეს რომ შეუქებ და, ის კი გეკაპასება.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შეხვედრა რომ მართლა სურს,
ზამთარში რომ სარკმელთან ზის, გულში მალავს გაზაფხულს.
იმ სიყვარულს გაუმარჯოს დიდი გრძნობა რომ ჰქვია,
ჩუმად მისთვის ბუტბუტებს და იასავით მორცხვია.
კატეგორია: ♥სასიყვარულო SMS | ნანახია: 1212 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]