.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » ჰე,კახეთო
20:23
ჰე,კახეთო


ხორბლის ყანა,
ოქროს ყანა,
მზე მიწად
რამ ჩაიყვანა!
ნორჩი ვაზი,
მწვანე ვაზი,
ოჰ,რა უხვი,
რა ლამაზი!
დიდი თუთა,
შავი თუთა
სიცხისაგან
გაითუთქა.
ვრცელი ველი,
მწვანე ველი,
საოცნებო,
სანატრელი.
დიდნი მთანი,
ლურჯნი მთანი,
დაბლა ვერცხლი
-ალაზანი.
გატოტვილი,
წვრილი ტანი
ლოყა ბავშვისა
-ატამი!
ახამხამებს
ზეცა თვალებს,
დაიყუდებ ცას
და დალევ!
ქედი მთათა,
ჯაჭვი ხეთა,
მზე ყანაში
ჩაიღვენთა.
არ გაქვს ბოლო,
ჰე,კახეთო,
ოთხივ მხარეს
რომ გახედო.

მირიან აზნაური

კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 919 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]