.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 19 » გულო გაჩუმდი, მას არ უყვარხარ
14:59
გულო გაჩუმდი, მას არ უყვარხარ

გულო გაჩუმდი, მას არ უყვარხარ,
გულო გაჩერდი, შეწყვიტე ფეთქვა,
გულო გთხოვ, ნურაფერს ნუ მალავ,
გულო ხომ მასაც შეეძლო ეთქვა?

ეთქვა თუ როგორ უყვარხარ მასაც.
მე იცი ? მისთვის დავთმობდი თავსაც!
გადავუდგები მე მთელ სამყაროს,
თუნდ უამრავი სისხლი დავღვარო!

მთელს სამყაროში სულ მარტო დავრჩი,
მთელს ოცნებებში მე დავიკარგე.
მე მისი სიყვარულით სულ მთლად დავდნი,
მე მისი სითბოთი ფიქრებში გავიფანტე.

გულო საგულეს გთხოვ არ გადასცდე!
გულო იმედი სულ ნუ დაკარგე,
გულო შეხედე ამ ლამაზ ზღვას,
მიყვარხარ, ოდეს ხომ უნდა თქვას?

ხომ იტყვის ამას, ადრე თუ გვიან?
გთხოვ მას ადროვე, გთხოვ არ იდარდო
დრო მალე გავა, დღეები რბიან,
გთხოვ უმისობით არ დაიტანჯო.

ის მაინც მოვა, ჩაგეხუტება,
ისე რომ სული შეგეხუთება.
ის მოვა, გეტყვის რომ მოენატრე
გულო ცრემლებით ნუ დაენახე.

დამალე ცრემლები და შეიმშრალე,
გულო უმოსოდ ნუ შეიშალე!
ის ხომ აქ არის, აქვე შენს გვერდით.
შენ ხომ ყოველთვის მას ასე ელი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 820 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]