.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 16 » გომელაური დრო ყველაფრის მკურნალია
18:41
გომელაური დრო ყველაფრის მკურნალია
დრო ყველაფრის მკურნალია, 
ოღონდ ჩემი არა. 
საოცარი უნარია 
დარდი წარა-მარა. 

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი 
უმარტივეს ლექსად. 
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით, 
ვერ ვიშორებ ვერსად. 

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს, 
მახსენდება პაპა. 
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს 
დედაჩემის კაბა. 

ცის ცრემლებზე მახსენდება 
მე სიტყვები მამის . . . 
ღვინო სანამ გამეხსნება, 
მეც ავტირდე ლამის. 

ღამე სმაში მათენდება 
დამეკარგა ღერძი . . . 
კიდევ რა არ მახსენდება, 
კიდევ რას არ ვებრძვი. 

საოცარი უნარია 
დარდი წარა-მარა. 
დრო ყველაფრის მკურნალია 
-ოღონდ ჩემი არა...
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 792 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]