.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 19 » გიჟი გენიოსები...
14:59
გიჟი გენიოსები...


მინდა დავწერო ლექსი

თუმცა მუზები მიჰქრიან.

მინდა ავკრიბო რითმა

თუმცა სიტყვები მიშლიან.

მინდა შევშალო სამყარო

თუმცა მხოლოდ მე ვიშლები,

აინშტაინი გაგიჟდა და აი

მეცვე  ვგიჟდები.

მარკეზი თურმე ამბობდა

ყოველი დღით იცხოვრეო

დღის ბოლოს კი სიკვდილის წინ

პირჯვარი გარდიწერეო.

გიჟები ყველგან არიან

უფსკლულიდან სამოთხემდე.

მე მიწოდეს ფსიქოპატი

თუმც რა მიგავს ვერ ვიგონებ.

მე გიჟი ვარ ხელოვნების:

ხატვის, ცეკვის სიმღერისა

თუმცა არა ფსიქოპატი

”მათმათიკის” ციფრებისა.

გენიოსებს ყველას თითქმის

 მიაკუთვნეს  წოდება,

ერთი მე ვარ დარჩენილი

ყველას მოგეთხოვებათ.

გეიოსებს თქვენ  უწოდთ

შეშლილნი და გიჟები?

აბა კარგად დაუფიქრდით

ვინ არიან ესენი...

თქვენგან განსხვავებულები

ზედმეტად ჭკვიანები

ბუნებრივი ნიჭისაგან

შემკულ-აღჭურვილები.

ყველა მათგანს სიკვდილის წინ

ერთი თხოვნა ებადათ

”გაუფრთხილდით ჩემს ნაშრომებს”

შვილი ობლათ ენანათ.

თუ გიჟებმა თქვენ შეგიქმნეს

ეს სამყარო ძლიერი,

თუ მათ შექმნეს ყველაფერი

ფეხთით რად არ ემთხვევით?

ამბობენ რომ ყველა გიჟი

თვითმკვლელობით ასრულებს

თუმცა როგორ დაგიმალოთ

ამას სულ არ ვაპირებ. :დ

გენიოსი-გიჟებიდან ერთი დაიღუპება?

არაუშავს არ იდარდოთ ხვალ ორი იბადება.

თქვენ გგონიათ საგიჟეთი რამე ხეირს აკეთებს?

ის სულ მარხავს გენიოსის ნააზროვნებ ნაშრომებს.

მთაწმინდაზე რომ დაღამდა და მთვარე ამოვიდა

გალაქტიონს ფრთა შეესხა ფანჯრიდან გადმოფრინდა.

მეც ერთ ესეთ საღამოს გადმოვდგები აივა

ვაღიარებ გიჟობას და ფრენით მიწას გავიტან.

ბეთხოვენმა ჩვენ შეგვიქმნა

სიმფონია უდრეკი,

მოდით ერთად ვაღიაროთ

გიჟი გენიოსები... 

 

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 918 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]