.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » გიორგი ზანგური ( სიკვდილთან ეჭვიანობა )
19:56
გიორგი ზანგური ( სიკვდილთან ეჭვიანობა )
შენ ზეცის თავს ზევით _
მზის გულში თავსდები
და ვარსკვლავავსებულ
ორბიტას გარს უვლი.
მე შენი განცდებით
წამს დავემსგავსები,
ჩემში არარსებულ,
მოგონილ წარსულით.
შენ ღრუბლისეულებს
შეხვდები სანისლეს,
სულებს და სხეულებს
სითეთრეს აუშლი.
მე დამასნეულებს,
რომ ჩემსას არ ისმენ,
რომ თვალებს ნაწვიმარ
დღესავთი დაუშრი.
შენ მიემგზავრები
ნიავთა ლაშქარით
მოკვდავთა ნატვრების
ვარდისფერ საუფლოს.
მე ისევ ჯიბეში
მაქვს შენი თავშალი
და როცა დავთვრები,
სულ მასთან ვსაუბრობ.
შენ ალისვნებიან
მაგმური აღგზნებით
ნახევარმთვარესთან
ჟინს იკლავ, ისვენებ.
დღეს აივსებიან
მოთმენის ვაზნები
და შენს სამარესთან
მიშველე!
მიშველე!!
მიშველე!!!
კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 841 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]