.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » გიორგი ზანგური (საღამო)
19:54
გიორგი ზანგური (საღამო)
თვალი თევზივით დავამარილე,
მლაშე ცრემლები მიახმა ლოყას,
დგას ღვთისმშობელი, ვით მარმარილო,
სანთლებს ვედრება ხატებთან მოჰყავს.
წმინდანებს თითქოს სიყვარულს უხნის,
ისე გულწრფელად ლოცულობს ბერი,
სამრეკლოს შერჩა თებერვლის სუსხი
მკაცრი ტყემლების ყვავილის ფერი.
ქარმა გაჩეჩა მატყლივით ქუჩა
ლამაზ ქალწულთა გაშლილი თმებით,
სკდება აპრილი, როგორც ალუჩა
და სიმპათიურ საღამოს ვხვდები…
კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 892 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]