.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » გიორგი ზანგური ( მანძილი )
19:54
გიორგი ზანგური ( მანძილი )

ყველაზე სულის ნაწილებს,
ყველაზე ღრმას და მიუღწევს,
ერთი სული აქვს გესცილდეს
ტანს და ვარსკვლავებს მიუწვეს.

ყველაზე ცოდვის ატანას,
ყველაზე უხმოდ ტარებას,
მე დავამარცხებ სატანას _
ძილში კოშმარულ ზმანებას.

ყველაზე უთქმელ ტრფობას და
ყველაზე ფარულ ამბორებს,
შევხვდები ტყემლის თოვასთან
ჩემი ლექსების გამგონეს.

ყველაზე თეთრი ფანტელის
ყველაზე ცივი შეხებით
წელში გამტყდარი სანთელის
ცოდვილ ვედრებას შევხვდები.

ყველაზე სევდის გაძლება,
ყველაზე ტანჯვის ლახვარი,
ცისფერ ვენებში დაძვრება
სისხლი, უგულოდ ნახმარი.

ყველაზე დედის ლოცვებმა,
ყველაზე იავნანინა,
დღეს მიმატოვა ოცნებამ
ყველაზე ჩემიანიდან.

ყველაზე ტრაგიკომედის
ყველაზე ამტან ჰისტრიონს
სჭირდება ძალა კომეტის,
რომ თქვენს სურვილებს მისდიოს.

ყველაზე დიდი ბიძგიდან,
ყველაზე გულის ნაწილი
მჭირდება დედამიწიდან
ცას გასაფრენი მანძილი.

კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 995 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]