.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » გიორგი ზანგური (ლექსები სიყვარულზე)
19:55
გიორგი ზანგური (ლექსები სიყვარულზე)

ვნებაში დამჭრეს, ოცნებაში, ნეტარებაში…
გახსნილ ჭრილობებს თოვლის ბამბით ისე ვიციებ,
რომ მოვიყინე ყველა სიტყვა მე შენს ქებაში
და ლექსში მკვდარი სტრიქონივით წამოვიწიე.

დავდივარ ახლა შენს ქუჩაზე ძახილის ნიშნად,
შენთან ცხოვრებას დავატარებ მემაწვნის მხრებით,
ჩვენი ყოველი სიახლოვე იყიდა შიშმა,
განშორებამ კი _ თეთრი ღამე, ლოგინის ხმები.

ის დრო დავწყევლე, ჩემამდე რომ უცხომ გიარა,
აყვავებული რომ დამიხვდა შენი კვირტები,
მე წუთი მომკლავს უშენობით, წელი კი არა
და ის, რომ ძველებურად არ მაკვირდები.

კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 1248 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]