.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » გინდა რომ მიყვარდე
01:01
გინდა რომ მიყვარდე
მიყვარხარ სიტყვა, აუღწერელი,
ძნელად სათქმელი, სატანჯველია
თუ გულით გიყვარს, თუ გულით ნატრობ
მაშინ ის ძნელად ასახსნელია.

უთხრა მიყვარხარ, არ არის ძნელი, 
როდესაც გული არაფერს არ გრძნობს
მაშინ კი ენა გებმევა თითქოს
როცა ნამდვილად, ნამდვილად ნატრობ. 

მისთვის აკეთებ ყველა სიგიჟეს,
ვისთვისაც გული ძლიერ იწვება, 
ის კი მოვა და უგულოდ გეტყვის,
მაგრამ მე რავქნა ,,მე არ მიყვარხარ,,.

მაშინ იწყება დიდი ცხოვრების
პატარა მაგრამ ცუდი მომენტი,
დგები მუხლებზე და გულით ითხოვ
მომეცი ღმერთო ძალა სიცოცხლის.

გადის დღეები, თვეები, წლები
და გიბრუნდება ძველი იერი,
გაღიმებული ჩაივლი გვერდით 
და გულს გაგითბობს მისი სიტყვები.

გეტყვის ,,მიყვარხარ,, და შენ შეკრთები
დაიწყებ ტირილს დაიჩოქები,
იგი კი მოვა და გეტყვის კარგო
,,მე შენ მიყვარხარ და მეყვარები"


ნახატი სავსეა ფიქრებით, ალავერდს გადმოვდივარ შენთან შენს ლამაზ თვალებში ვიყურებ,იცოდე სიყვარულს ვხედავ,არ მჯერა ნანახის ნუთუ ეს ცხადია,ღვინითვარ ალბათ მთვრალი.ვიცი რომ გიყვარს შენ გიყვარს თამაში,იცინი არ გინდა გამჟღავნდე ამაში!! 跭♥ 


არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ,
მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ…
თუ მუზა პოეტებს რითმებს დაურიგებს,
მე რითმებს შენი თვალები მკარნახობენ.

არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ,
მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ…
პოეტის კალამს თუ მუზები მართავენ,
მე ჩემს ლექსებში შენს ღიმილს ჩავაქსოვ.

არ ვიცი პოეტები მუზებს რას არქმევენ,
მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ…
პოეტებს მუზა ხშირად შეეცვლებათ,
მე კი უშენობას სიკვდილს შევადარებ.

არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ,
მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ…
პოეტის მუზა ხალხს ეყვარება,
მე კი ამ გულსაც შენ ერთს გაჩუქებ.

მე ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ,
ჩემი ანგელოზის თხოვნა შევასრულე…
პოეტებს მუზა ალბათ მიატოვებს,
შენ კი მომეხვიე…გაგიშვა?არასოდეს!


ვმწყემსავთ მარტოობის დღეებს
და ჩაის მივირთმევთ მოცვის..
ლექსებს ვეუბნებით ხეებს
მაშინ, როდესაც მოწვიმს…

გარეთ ამინდია არეული;
სახლში თბილი ბუხარია, ცეცხლით…
ყვავილი იშლება გარეული
და ჩვენ ფანჯრებზე ვწერთ ხელით..

შენ სავარძელში ჩაჯდები და
ლექსებს წაიკითხავ თრთოლვით..
ხეებს ბეღურები ასხდებიან
და თავს გაირთობენ თოვლით…

შორს შენი მარტოობა მიცდის,
თვალები მიპყრობილი ქუჩას…
და ამ მოლოდინს ვიცით,
ბოლო არასოდეს უჩანს…

მე ქუჩებს მარტო მივუყვები
და კიბეს ამოვივლი წყნარად…
მოვალ, სიყვარულზე მოგიყვები
და ასე იქნება მარად! 



მაპატიე რომ გავბედე მე ოცნება შენზე
დავიღალე აგარ მსურს რომ ვიზრუნო სხვებზე
დრო მოვიდა რომ დავიწყო ცოტა ფიქრი ჩემზე
მე კომენტარს არ მოვისმენ ჩემ დაწერილ ლექსზე

მაპატიე მე რომ გთხოვე კიდევ ერთი შანსი
ალბათ მინდა რომ გავიგო მე ცხოვრების არსი
ნეტავ, საით იყურება, ვის უღიმის ღმერთი!?
შენნაირი იბადება ათასიდან ერთი
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 865 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]