.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » გიკვირს. . .? რად გიმზერ მუდამ ერთი. . .
13:33
გიკვირს. . .? რად გიმზერ მუდამ ერთი. . .

გიკვირს. . .?
რად გიმზერ მუდამ ერთი. . .
უცვლელი მზერით. . .
გიკვირს. . .?
უაზრო ღიმილს რად არ ვაშორებ სახეს. . .
მე კი. . .
ღიმილით. . .
მზერით მინდა მიმიხვდე წადილს. . .
მინდა. . .
უსიტყვოდ ამოიცნო ოცნება ჩემი. . .

მე მინატრია მომღერლობა. . .
და. . . მხოლოდ, შენთვის. . .
მსურდა. . .
უნაზეს ჰანგებს ეთქვათ სათქმელი ჩემი. . .
მიოცნებია. . .
რომ შემეძლოს მხატვრულად ხატვა. . .
შენ დაგხატავდი. . .
ულამაზესს. . .
ღვთაების მსგავსად. . .
სურვილი მქონდა. . .
რომ მეცეკვა . . .
და. . . მხოლოდ შენთვის. . .
შენი ხელებით ჩემი ტანის თრთოლა შეგეგრძნო…
ხან, კი ვოცნებობ. . .
მოქანდაკე ვიყო უებრო. . .
რომ. . . შენი სახის ნაკვთის ძერწვა ქვაში შევიძლო . . .

მე არც მხატვარი. . .
მით უმეტეს, არც მოცეკვავე. . .
არც მომღერალი. . .
და არა ვარ,არც მოქანდაკე. . .
ალბათ, ამოიტომ. . .
უძიროა ოცნება ჩემი. . .
ალბათ, ამიტომ. . .
უნუგეშო. . .
ვემსგავსე აჩრდილს. . .

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 806 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]