.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » ღამის წყვდიადში მომელანდე ოცნების ხატად
14:07
ღამის წყვდიადში მომელანდე ოცნების ხატად


ღამის წყვდიადში მომელანდე ოცნების ხატად,

ცივი სხეული კვლავ ნაცნობმა სითბომ დაათრო...

გული ათრთოლდა ბაგემ იგრძნო შეხება ნაზი,

ჩუმმა ალერსმა ჩუმი ფიქრი ნიავს გაანდო.

ჩემი ცრემლებით დანამულა შენი ტუჩები....

ალერსით ყურში ჩაგჩურჩულებ ნუ დაბრუნდები,

აღარ მოხვიდე ჩემთან თუნდაც ძლიერ მოგინდეს,

ნუ დაბრუნდები თუკი ისევ წასვლა მოგიწევს!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 859 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]