.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » გაზაფხული ხევსურეთში
20:17
გაზაფხული ხევსურეთში


ხევის პირ ჩამაიარა
კოკა შაედგა მხარსაო
შინ უპირებდა წაღბას
კოკით ავსებულ წყალსაო
გაზაფხულია ტყე ჰყვავის
გულიც ტყეს აძლევს ბანსაო
…………………………………..
ბედად მან ჩამაიარა
და თვალი მოჰკრა ქალსაო
ვაი, თუ ისევ დაუფრთხეს
ან რამე უთხრას ქმარსაო
მაინც წყაროზედ მიეჭრა
თვალი უწვდინა თვალსაო
…………………………………
გულმა აჰკიდა სახადი
სულ მთლად გადაჰყვა დარდსაო
ქალიც შველივით ეკრძალვის
შორი-ახლოსად დგასაო
მალვით ეპარვის თვალებზე
გულსაც მალულად დაგსაო
გაზაფხულია ტყე ჰყვავის
გულიც ტყეს აძლევს ბანსაო
…………………………………….
ითმინა, ვერ მოითმინა
ვინ ითმენს სიყვარულსაო?
დაჰკოცნა შუბლი, ტუჩები
ასე იმრთელებს წყლულსაო
მაგრამ, ვაი, რომ ხევს უკან
ქმარი დგას მოფარულსაო
ან ვის დაუთმობს თავის ცოლს
ფშავიდან მოპარულსაო

თ.მირცხულავა

კატეგორია: ♥პოემები | ნანახია: 954 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]