.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » გაწვიმდა,წვეთები მეცემა და ვხვდები,რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.
21:46
გაწვიმდა,წვეთები მეცემა და ვხვდები,რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.


გაწვიმდა,წვეთები მეცემა და ვხვდები,რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ..ვგრძნობ კიდევ აქ ვარ და კიდევ მაქვს ძალა,რომ დაგელოდო.მინდა დროს გაუსწრო ,წვეთებს გავყვე და შენამდე ასე მაინც მოვიდე.ასე მაინც მოგიახლოვდე.წვეთად ვიქცე და შენს ხელს დავეცე ნამად.შენი ხელის მხულვარებას შევიგრძნობდი და გულის ფეთქვას გავიგებდი.გულს ყურს დავუგდებ,გულისფეთქვა კი მიმახვედრებს რომ ეს მართლაც შენ ხარ,ვისაც ვეძებ.ის არსება,რომელიც წამით მოვევლინე ამ ქვეყანას და შენი პოვნის იმედით და შენი სიყვარულით შემოვრჩი ამ პატარა საოცრებაში.საოცრებაში სადაც შენ ხარ.ის ერთადერთი ვისი პოვნის იმედიც მაკავებს..მჯერა რომ გიპოვი...


ზაფხულის წვიმას მაინც გამოვყევი, რა ვიცი იქნებ რახდება,იქნებ მართლა გიპოვო ამ გზით.მაგრამ ერთი წვიმის ნამცეცა წვეთი კი რას ვიზამ...იმედს კი მაინც არ ვკარგავ, მე შენთან მომიყვანს ძალა რომელიც ასეთი სიყვარულით გეძებს.

შევეხე ყველა ფოთოლს,ყვავილს და ბალახს მაგრამ მხოლოდ ერთ ხელს შევეხე,არ ვიცი ვფიქრობ რომ შენ ხარ.როგორც ვფიქრობდი მხურვალეა შენი ხელის გული.გული კი შენი ვიღაცის მოლოდინში..ვფიქრობ სწორედ იქ მოვხვდი სადაც ჩემი ადგილია,შენს გულში მაგრამ კარი კი დალუქულია.არავის იკარებს,შენც ხომ იმ ერთადერთის ძიებაში ხარ როგორც მე..წვეთმა თავისი ქნა, გიპოვა შენ და ეხლა ამქვეყნიურ ჩემს ნამდვილ სახეს უნდა დავუბრუნდე. უფალი მიკარნახებს,გზას გამიკვალავს შენამდე მომიყვანს და მჯერა რომ გულის კარსაც გავაღებ..მე შენ მჭირდები და ყოველთვის ერთად ვიქნებით...!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ჩანახატი | ნანახია: 864 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]