.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » გარეთ გაჩერებასთან, გარეთ, სადღაც პროსპექტზე
14:21
გარეთ გაჩერებასთან, გარეთ, სადღაც პროსპექტზე


გარეთ გაჩერებასთან, გარეთ, სადღაც პროსპექტზე, 

მიდის მარტის ნომრებით, ოცდაერთი რეისი,

იცი? აქეთ, გამოღმა, მტკვრის ტალღებად, რომ ფეთქდე,

სულსაც გავაშიშვლებდი, თუმცა ღმერთი მე ისევ

დამეკარგა თითქოს და, თითქოს გამოვისყიდე

ყველა სასოწარკვეთა, რაც კი წუხელ დამჩემდა,

ო, როგორი იმედით, ო, როგორი სიმშვიდე,

გაითიშა გზაში და გაუცხოვდა ჩემამდე.

მენდე, სიძვის ღამეებს აღსარება წავართვი,

შენ კი ასე უბიწოდ გაიშალე თანდათან,

მოვიდოდი უთუოდ, მე ასეთი წარმართი,

გარეთ, სადღაც პროსპექტზე, გარეთ, გაჩერებასთან
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 795 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]