.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » განა მე წვიმა გვერდს ამივლიდა ?
20:19
განა მე წვიმა გვერდს ამივლიდა ?


განა მე წვიმა გვერდს ამივლიდა ?
ჩემი ქოლგის ქვეშ ვიდექ წვალებით.
სადაც მე ვდგავარ, ამ ადგილიდან,
ამ ადგილიდან ჩანს მწვერვალები.
ბრიყვს სხვა რა უნდა, ოღონდ აქე და
ჭეშმარიტებას არ გთხოვს სრულებით:
სადაც მე ვდგავარ მხოლოდ აქედან,
მხოლოდ აქედან ჩანს უფსკრულები.
ქარმა ღრუბლები ცაში გაჰკიდა,
ელვა თვითნებობს,სივრცის გამკვეთი.
სადაც მე ვდგავარ - ამ გორაკიდან...
აქედან მოჩანს იქით-აქეთი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 817 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]