.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » გალაკტიონ ტაბიზე (მზეო თიბათვისა)
12:58
გალაკტიონ ტაბიზე (მზეო თიბათვისა)

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები,
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით
ფრთებით დაიფარე ამას გევედრები

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები.
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 973 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]