.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » გალაკტიონ ტაბიძე (ცამეტი წლის ხარ)
13:05
გალაკტიონ ტაბიძე (ცამეტი წლის ხარ)
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვე
ჭაღარა გულის ზმანება ავი,-
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ბალახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ოჰ, როგრო მიდის ახალგაზრდობა -
დაუდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის
კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 857 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]