.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » გალაკტიონ ტაბიძე (სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში)
13:01
გალაკტიონ ტაბიძე (სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში)
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილში ვარდი,
ჩემი ცხოვრება გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და ტეტრ ოლარებს ააელვარებს.
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით.
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეტქდნენ ცვრებით, იებით -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.
სად არის ჩემთვუს სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემტან არ მოვა შენი ხსენება!
დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალები
ჩემს სამარეში ჩევესვენები.
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრება გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 1077 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 შიმი  
0
ძაან მაგარი ლექსია უნდა ვისწავლო

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]