.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » გალაკტიონ ტაბიძე (ქარით დატირებული)
12:22
გალაკტიონ ტაბიძე (ქარით დატირებული)
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მოფრინავდა ფოთოლი, ხიდან ჩამოფრენილი.
და სტიროდა მიდამო, იძვრცებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.
შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე, ჩემი გულის სიცივეს.
ეხლა… თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი…
კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 852 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]