.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » გალაკტიონ ტაბიძე (გორა-გორა, ვაზი-ვაზი)
12:24
გალაკტიონ ტაბიძე (გორა-გორა, ვაზი-ვაზი)

გორა-გორა, ვაზი-ვაზი,
მთვარით მონამკედარი;
ხევით ხევზე, მთიდან მთაზე,
ეშურება მხედარი.

ფეოდალი ძველისძველი,
მეფეთ შთამომავალი,
ვისიც იყო მთა და ველი
და კოშკები მრავალი,

ახლა მიჰქრის, იგი მიჰქრის,
მერანს ცეცხლი ედება.
არა! ეს გზა არის ფიქრის,
ყველგან რომ ეხეტება.

ნანგრევს იქით, კოშკებს იქით,
სიზმარიც კი მკრთალია.
ეს შრომაა ლალის ჭიქით…
რა დროს ფეოდალია!

შრომით მოველ, შრომით წავალ,
მხოლოდ შრომა ამიერ,
იყოს მრავალ, უფრო მრავალ,
კიდევ მრავალჟამიერ!..

კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 852 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]