.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 16 » ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა ერთ პატარა და ჩვეულებრივ უბანში
13:02
ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა ერთ პატარა და ჩვეულებრივ უბანში


ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა ერთ პატარა და ჩვეულებრივ უბანში. ერთი გოგო ცხოვრობდა სახელად თამუნა მაგრამ ყველა თაკოს ეძახდა, იგი ძალიან ლამაზი და კეთილი გოგონა იყო. ერთხელ თაკო თავისი დაქალის დაბ დღეზე მივიდა, გარეთ მაგრა წვიმდა თითქოს რაღაცას განიცდიდა, სადარბაზოში შევარდა კანკალით. ავიდა მეხუთე სართულზე, კარი მარიმ გაუღო: 
_ ვაა თაკო მოხვედი? რამდენი ხანია გელოდები, შემოდი. 
_ გილოცავ, მრავალს დაესწარი, ვაიმე როგორ ცივა გავიყინე – თქვა თაკომ და ოთახში მარისთან ერთად შევიდა. 
_ თაკო გაიცანი ეს სანდროა ჩემი ძმაკაცი. 
სანდროს თაკო პირველი დანახვის თანავე შეუყვარდა, თაკოს კიდევ სანდრო. 
_ მე სანდრო მქვია, შენ? 
_ მე თაკო. 
_ უხერხული შეკითხვაა მაგრამ შეყვარებული გყაავს? 
_ არა არ მყავს შენ? 
_ არც მე. 
სანდრომ თაკოს გაუღიმა, ეს იყო მათი პირველი სიყვარული. 
სანდრო და თაკო ყოველთვის ერთად დადიოდნენ, ერთმანეთის ყველა საიდუმლო იცოდნენ, და ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. 
ერთ დღესაც სანდრომ თაკოს დაურეკა: 
_ თაკო რა მაგარია დღეს ერთმანეთს ვნახავთ. 
_ ხო აბა რა, ერთი სული მაქ 6 საათი როდის მოვა. 
_ კაი აბა მალე გნახავ გკოცნი პაკა 
_ პაკა. 
არც ერთმა არ იცოდნენ რომ ეს მათი ბოლო და უკანასკნელი საუბარი იყო. 6ზე სანდრო დათქმულ ადგილზე მივიდა თაკოს დიდი ხანი ელოდა მაგრამ გოგონა არსად ჩანდა. ამ დროს დაინახა თაკო რომელიც გზაზე გადმოდიოდა: 
_ თაკოოო... 
და ქუჩაში მარტო სანდროს ყვირილი და მანქანის სიგნალის ხმა გაისმა. თაკო მიწაზე უგონოდ დაეცა. სანდრო მასთან გაიქცა: 
_ თაკო სიხარულო არ მიმატოვო არ დამტოვო მარტო. მიყვარხარრრ. 
მაგრამ უკვე გვიან იყო თაკოს უსულო სხეული მიწაზე მოწყვეტით დაეცა. სანდრო გზაზე გაიქცა და პირველივე მანქანას ბორბლებში შეუვარდა. ეს იყო ერთი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 977 | დაამატა: adjara | ტეგები: ცცცცცცცცცცცცცცცცცცცცც | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]