.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ეპილოგი.
21:47
ეპილოგი.

ეპილოგი.

უშენობისგან განაწამები
შენთვის ვნებული ძილმა წამიღო,
და იმ სამ-ოთხ წუთს რაც იქ ვიყავი
ზეცამ წყალობა ჩემზე მოიღო.

ცხარე ცრემლებით თავს დამტიროდი
-,,ჩემო რომეო,’’ასე ამბობდი,
რისთვის მინდაო ყოფნა უშენოდ,
თან თავის მოკვლას დანით ჩქარობდი.

და დამეკონე შენ საბოლაო
დამშვიდობების შორი ამბორით,
და ისე რომ არც შეგიმჩნევია
ჟამი შეცვალე ლხენის სასწორით.

მე შენს კოცნისგან აღვსდექ უეცარ
და საკვირველი გამოღვიძებით,
გულანთებული მომავალისა
და შენს განცდათა წმინდა ხილვებით.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 942 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]