.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » დრო იყო ფიქრის,ამბების წერის
14:03
დრო იყო ფიქრის,ამბების წერის

დრო იყო ფიქრის,ამბების წერის,
წიგნების კითხვის და სიყვარულის,
ასე დავიწყე ლექსების წერა,
ჩემი ცხოვრებაც ფურცლებს თან გაჰყვა.
მერე სიბერემ მომიკაკუნა,
და მარტოობამ გამიღო კარი.
ახლაც ასე ვარ,ვზივარ თამამად,
ახალგაზრდობას ვიხსენებ წამით.
დრო მოვა,ალბად აღარც ვიქნები,
ჩამომივლიან სიკვდილის დრონი,
და ჩემს ცხოვრებას ის სხვა განაგრძობს,
პატარა,ცელქი,მოუსვენარი.
გაივლის წლები ისიც ჩემსავით,
შეაბერდება ლამაზ ცხოვრებას,
მერე დაჯდება და მოიგონებს,
იმ თავისივე ახალგაზრდობას.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 837 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]