.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » დრო
20:21
დრო

ნახევარზე ექვსის წერას ვიწყებ ლექსის,
ნახევარზე შვიდის ვარ საოცრად მშვიდი,
და არ ვიცი რისთვის მეძინება რვისთვის
ვერ გავიგე რაზე მეღვიძება ცხრაზე
ნახევარზე ათის დრო უაზროთ გადის
ნახევარზე თერთმეტის სახლში ვხდები ზედმეტი
ნახევარზე თორმეტის ძებნაში ვარ მომენტის
როცა დგება პირველი დროა გასაკვირველი
თუ დილამდე შორია ნიშნავს ღამის ორია
ნახევარზე სამის ჭამას ვიწყებ რამის
ნახევარზე  ოთხის რამე შაყირს მოვთხრი
თუ ჩამოკრა ხუთმა დამეწყება ხუთვა
ნახევარზე ექვსის წერას ვიწყებ ლექსის…
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1009 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 nika  
0
magariaaa:)))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]