.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » დღეს,როცა მეც მყავს შვილი
20:10
დღეს,როცა მეც მყავს შვილი


დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
უფრო ლამაზი ჩანხარ,
ბედნიერი ვარ შენით,
მუდამ ჩემს გულში მყავხარ…
ბევრჯერ გატკინე გული,
ცრემლიც გადინე მე და-
თუ გაწყენინე რამე-
გთხოვ,მაპატიე დედა.
ხარ ჩემი საფიცარი,
მზის სხივზე უფრო თბილო,
დღეს სულ სხვა ხმაზე მესმის
შენი ნათქვამი ” შვილო”…
ჩემთვის ხარ უფრო ტკბილი,
შენს ამაგს უფრო ვხედავ,
დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
დღეს,როცა მეც ვარ დედა….
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 831 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]