.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » დაუმალეს ეკლებს ია,
16:47
დაუმალეს ეკლებს ია,


დაუმალეს ეკლებს ია,
ვაჟა ამბობს:არის ცოდო!
რად მდუმარებს ეკლესია?
არ ვიცოდი...
ხერხემალს იტკივებს ღამე,
მთვარე - ზეცის თერაპევტი...
სიყალბეში უღიმღამოდ
მე და ვერდი
გადავლახავთ რუბიკონებს,
დაასველებს ნამი ისარს...
ამურს გააკუბიდონებს
და ივნისში ნამაისარს
მზეს,თერმომეტრს ჩავახუტებ,
ცრემლად ღვაროს ვერცხლისწყალი,
რითმა გავანაცარტუტე,
შარლ ბოდლერი ვერ ვიცანი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 852 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]