.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » დარდი შემოსულა გულში
12:22
დარდი შემოსულა გულში

დარდი შემოსულა
გულში
ისევ მონატრების 
ფარდად,
აღარ დაგიძახე 
გუშინ...
დღეს კი 
უშენობა მტანჯავს.
სადღაც დამალული
ხმებით
ჩუმად რომ გიყვები 
ზღაპარს -
შენთვის ნათამაშებ
ღიმილს
სულში სევდისფერი
დაჰკრავს...
დრო კი უნამუსოდ
მიჰქრის,
დრო არ დაგვიცდის და
სადღაც -
ჩვენთვის შემონახულ 
წუთებს
ურცხვად წაიღებს და
წავა....
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 891 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]