.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » დაკარგული და ოცნებით მოპოვებული თაკო დარბაიძე
01:04
დაკარგული და ოცნებით მოპოვებული თაკო დარბაიძე
შენს სიყვარულში ჩაძირული გზას ვეღარ იკვლევს,
იქნებ უშველო, დაეხმარო, დაუდგე გვერდში,
ხელი მოჰკიდო, შენთან ახლოს რომ მიიყვანო,
და მძლავრად, გრძნობით რომ მიიკრა შენს სათუთ მკერდში.

ახლა ყველაზე მეტად ერთის რომ ეშინია
ეს არის გრძნობა, რომ დაგკარგოს, გაგაცამტვეროს,
ხანდახან სევდით მოზღვავებულს უნდა რომ ლექსში
გადაიტანოს ეს ტკივილი, კალმით აღწეროს.

შენშია მისთვის ყველაფერი მარადიული,
შენა ხარ მისთვის ერთადერთი იმედი მხსნელი,
როცა მას ყველა მიატოვებს იცის რომ მუდამ
გვერდში დამცველად მიუყვება დიადი ღმერთი.

თვალზე ცრემლები რომ ჩამოსდის ეს შენ გეძღვნება,
შენთვის სცემს გული საარსებოდ, შენთვის იბრძოლებს,
იცის ვერასდროს ვერ დაგთმობს და შენზე ფიქრები
სამარადისოდ ოცნებებში გადაიყოლებს.

ხშირად სიზმარში მოვა მცივანს დაგხურებს საბანს,
მოვა ხელებით მოგეხვევა, მოგეფერება,
ჩუმად საწოლთან მოგიჯდება, ჩაგიჩურჩულებს,
სიყვარულს გეტყვის, თბილად, ნაზად მოგემღერება.

შენ მისთვის რა ხარ ალბათ, ზუსტად დღემდე არ იცი,
გაყინულ გულში შეეპარე, გული გაუთბე.
ახლა შენს თვალწინ ის ყველაზე სანატრელს გიძღვნის,
გთხოვს, რომ მეგზურად სამუდამოდ წინ შენ გაუძღვე.

იცი, ძნელია მიატოვო ზურგი აქციო.
იცი, რომ მისთვის ტრაგედიად გადაიქცევი,
შენ ფურცელი ხარ დაწერილი მის გულში წმინდა
და ზურგ შექცევით ასე წმინდად გადაიხევი.

ყოველ დღე ხატთან თვალცრემლიანს ერთი სურვილი
დარჩენია და მუდამ შესთხოვს დიდებულ უფალს,
რომ არასოდეს მიატოვო, არასდროს დათმო.
ნუ გადააქცევ ამ ბედნიერს შენ ჭირისუფლად.

შენი თვალებში შემოხედვა სულს შეუშფოთებს,
გრძნობებს აურევს, თავში ლამაზ ფიქრებს გაუჩენს,
შენზე კარგად ხომ მის დაჩაგრულ ქალურ ბუნებას
და მის ხასიათს ხომ ვერავინ ვეღარ გაუგებს.

შენა ხარ მისი ყოველი დღის ფიქრი, ოცნება,
დაულეველი სიყვარული ვისთვის აცოცხლოს?
ის რაც შენშია ყველაფერი მისთვის ძვირფასი
სხვაში გამჯდარი არაფერი უკვე არ მოსწონს.

შენზე ჩივის და შენს გულის დარდს თავისად აქცევს,
სულ შენს ლოდინში მოუთმენლად ღელავს და გიცდის,
უკვე ტკივილი ყვირილამდე მივიდა მისთვის,
უშენოდ წამებს, წუთებს, საათებს ითვლის და ითვლის.

შენი შემყურე მეგობრებიც გადაავიწყდა,
და უმოწყალოდ გაისტუმრა მშვიდად დაშორდა.
გულში ნალექი სევდა, დარდი, ტკივილი, ცრემლი,
უარყოფისგან ასე ნელ-ნელა ჩუმად დაგროვდა.

და ერთხელ, როცა ოცნებიდან გამოეღვიძა,
მიხვდა გამქრალა ის სამყარო რაც აარსება,
ყველა დატოვა ბოლოს კიდევ ეს სიმარტოვე
გადააბრალა მის გარშემო ყველა არსებას.

ხატებთან დამდგარს არ ათბობდა ჩვეული სითბო,
უკვე ვერაფერს გულსა და სულში ვეღარა გრძნობდა,
გამქრალა მასში არსებული ყველა სიკეთე,
გამქრალა ის, რაც ოცნებებით შექმნილი ჰქონდა.

მან მიატოვა მეგობრები და დარჩა მარტო,
ახლა სიცოცხლე ვისთვის უნდა? ვისთვის იცოცხლოს?
ერთადერთი ხსნა მოაგონდა საბრალოს თავში
და ეს ხსნა უნდა მან სიკვდილში რომ მოიპოვოს.



კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 781 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]