.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » და რომ ნოტები- შენში იძვრება
14:27
და რომ ნოტები- შენში იძვრება


და რომ ნოტები-
შენში იძვრება,
გამალებით ძგერს
ჩემში სტრავინსკი,
მაგრამ ეს მთვარე,
თეირანული,
თავზე დაგვცქერის
ანდამატივით.


შენი წითური
ლოყების სურნელს,
ცეცხლს წაუკიდებს
ტრპობა კაცისა,
და რომ გაგშლია
ხვეული თმები,
დიდი თამარის
მეშვეობითა.


შენი თვალები
ისე ტკბილია, 
როგორც ადესა
დადუღებისას.
და ჩემი მუზა
ისე მშვიდია,
როგორც
პოეტის
თვალთა ხედვისას.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 892 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]