.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 15 » არა-მათხოვარი(ნამდვილი ამბავი)
14:30
არა-მათხოვარი(ნამდვილი ამბავი)

იჯდა ეულად..თავჩაღუნული

აფარებული ხელით თვალებზე…

ხელში ეჭირა ნაგლეჯი ფურცლის

თავს უფრო ხრიდა ყოველ გამვლელზე..

სიცოცხლის ფასად უღირდა ჯდომა

გაუბედავად ითხოვდა ხურდას

ხელს ხან იშვერდა,ხან დამალავდა

რომ გასკდომოდა მიწა მას სურდა..

თავი წამითაც არ აღუმართავს..

ჩუმად ტიროდა,ფარულად თრთოდა..

ხელში ქაღალდი ეჭირა მხოლოდ

და მოწყალებას გამვლელებს გვთხოვდა..

ხმას არ იღებდა,სირცხვილი კლავდა,

გამვლელის მზერას იბყრობდა :სევდით,

ნაფლეთი ფურცლით,ჩახრილი თავით,

უთქმელი დარდით,გამშრალი ცრემლით..

მარცხენა ხელის მთრთოლვარე გულზე

ბინძური ფულის კვალი მოჩანდა,

მზერა შეჩერდა მის მარჯვენაზე,

სადაც ფურცელი თავად მოთქვამდა..

ეწერა ფრაზა (ცოტათი მკრთალად)

რომელიც გულით ვეღარ ატარა..

გემუდარებით თქვენ,დამეხმარეთ!

გადამირჩინეთ ჩემი პატარა..

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 789 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]