.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » არ მჯერა... დედამიწა ტრიალებს..
11:41
არ მჯერა... დედამიწა ტრიალებს..

არ მჯერა... 
დედამიწა ტრიალებს... 
არ მჯერა... 
ფოთლები შრიალებს... 
არ მჯერა... 
სუნთქვა წრფელია... 
გულები თბილია..ცხელია... 
არ მჯერა... 
თვალები სველია... 
ცრემლები ჩემია,შენია... 
გიცქერი ვბედავ... 
არ მჯერა გხედავ... 
დღეს დღე გვიანია 
მუზა მზიანია... 
ლეგა ღრუბელია გარს რომ მაფენია სევდად... 
არ მჯერა ამ წუთის ამ წამის ხედვა... 
არ მჯერა თვალების გრძნობათა ნარევის... 
არც დიდი ნდობის,ფიქრებით თრობის... 
ვარსკვლავთა კრთობის..ციმციმის..წყდომის... 
შენი მონატრების მჯერა...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 836 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]